LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთქმულების თეორიის მეორე ნაწილი – რატომ არ დასაჯეს პროდიუსერი მკაცრად და არ მიუსაჯეს ციხე: ვახო სანაია

2655
2132123

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა “ვრემიას” დროს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით: „არა ომს, შეაჩერე ომი“ შევიდა, ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სანაია „შეთქმულების ახალ თეორიაზე“ წერს და განმარტავს, რომ მომხდარიდან გამომდინარე რუსმა საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს, „ნუთუ ასე დასუსტდა პუტინი, რომ ამას უბედავენ“, ან „შეთქმულების მეორე ნაწილის“ მიხედვით, პროდიუსერი მკაცრად იმიტომ არ დაისაჯა, რათა „მოსახლეობას აფიქრებინონ, რომ არაფერიც არ მომხდარა. თურმე პუტინს მაგრად „კიდია“ და გაცილებით დიდი საქმეები აქვს“.

ვახო სანაიას თქმით, „იმხელა ზიანია დიქტატორისთვის მსგავსი ფაქტი, რომ შეუძლებელია, პუტინს ეს განგებ ჩაეფიქრებინა“.

კრემლის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმა

„ორიოდე სიტყვა შეთქმულების ახალ თეორიაზე

მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაედგა ამგვარი სცენა რუსეთის ხელისუფლებას ?! ვერავინ ამიხსნის.

რა შედეგი მოიტანა ამ კადრმა ?! მხოლოდ ზიანი პუტინისთვის.

პირველი, რასაც რუსეთის მოსახლეობა იფიქრებს – ნუთუ ასე დასუსტდა პუტინი, რომ ამას უბედავენ ! ხალხში ამგვარი ეჭვის არსებობა პუტინისთვის კატასტროფაა.

მოვიყვანე არგუმენტი, რომელსაც ვერანაირი სხვა არგუმენტი ვერ გადაწონის.

პირდაპირ პროპაგანდის აკვანში მოხდა ეს ამბავი.

შეთქმულების თეორიის მეორე ნაწილი – რატომ არ დასაჯეს პროდიუსერი მკაცრად და არ მიუსაჯეს ციხე ?

იმიტომ, რომ იმავე მოსახლეობას აფიქრებინონ, რომ არაფერიც არ მომხდარა. უი, თურმე პუტინს მაგრად კიდია, გაცილებით დიდი საქმეები აქვს. აი, მკაცრად რომ დაესაჯათ ეს ქალი, მაშინ ხალხი იფიქრებდა, რომ პუტინი მაგრად გამწარდა ამ ფაქტზე. ერთი სიტყვით, ახლა ასე იყო საჭირო, თუმცა პუტინი ამ ამბავს არ დაივიწყებს. იმედია, შურისძიება არ გამოუვა.

ამას დავუმატოთ, ჩემი აზრით რუსული პროპაგანდის ხრიკი, ეჭვები გაჩნდეს ინდივიდუალური გამბედაობის მიმართ და მილიონი ვერსია შეთხზან, თითქოს დადგმული იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მნიშვნელობა არა აქვს, რა აბსურდულ ვერსიებზე იქნება დისკუსია, მთავარია, ეჭვები გაღრმავდეს და პატიოსანი ადამიანებიც ჩააბას უნებურად ამ განხილვებში.

კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, ტექსტი ინგლისურად რატომ უწერიაო. ჯერ ერთი, ორ ენაზე უწერია: ინგლისურად და რუსულად. შიდა და გარე აუდიტორიისთვის. და ზოგადად, არ მესმის, ეს საერთოდ რა არგუმენტია. თუმცა ზედა აბზაცში რაც დავწერე, ესეც იმის გაგრძელებაა.

მოკლედ, იმხელა ზიანია დიქტატორისთვის მსგავსი ფაქტი, შეუძლებელია, პუტინს ეს განგებ ჩაეფიქრებინა.

PS

ხო, ერთი საკითხიც – ეკატერინა ანდრეევა აღარაა ისეთი ლამაზი, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო“, – წერს სანაია.

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

ვიდეო: “რთულ მდგომარეობაში ვიყავი, 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა, დარეკვის შესაძლებლობას არ მაძლევდნენ” – რას ჰყვება მარინა ოვსიანიკოვა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

ზელენსკი: პირადად იმ გოგოს მადლიერი ვარ, რომელიც შევიდა „პირველი არხის” სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები