LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლიათ გამომიყენონ შეხვედრებში, რუსეთშიც მეთქმის სიტყვა, აზერბაიჯანშიც: კიკაბიძე

245
kikabidze

ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიას პროპორციული საარჩევნო სიაში, პირველ ნომრად დასახელების შემდეგ, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ პირველ ვრცელ ინტერვიუში მისი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და თქვა, რომ იქნება ყველგან, სადაც დასჭირდება ქვეყანას.

“რატომ ნაციონალებთან? მე და მიშა მეგობრები ვართ” – ბუბა კიკაბიძის პირველი კომენტარი

მისი თქმით, პოლიტიკაში საერთოდ არ ერკვევა და ის მხოლოდ იმაში იქნება ჩართული, რომ ქვეყანაში აღმოიფრხვრას გაჭირვება.

“მე პოლიტიკაში არ მივდივარ, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე საერთოდ მაგაში ვერ ვერკვევი. ერთი რამე ვიცი, რომ მე ჩართული ვიქნები, აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში გაჭირვება” – ამბობს კიკაბიძე.

ამასთან, კიკაბიძემ განაცხადა, რომ მისი გამოყენება მხოლოდ შეხვედრებში შეეძლებათ, რადგან მას რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთშიც “სიტყვა ეთქმის”.

“თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, თუ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და ეს მთავრობა წავიდა და ახალი მოვიდა, მე შეუძლიათ გამომიყენონ მარტო იმაში, რომ, ვთქვათ, შეხვედრები რომ იქნება. მე რუსეთშიც მეთქმის სიტყვა, უკრაინაშიც მეთქმის, აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც, ყაზახეთშიც.” – აღნიშნა გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” კიკაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g