LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუწყდება თუ არა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება – პარლამენტი გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

52
ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.

საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ მელიას სადეპუტატო მანდატი იქნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღესვე “ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და თქვა, რომ კომიტეტმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე მელიას წერილობითი განცხადება უკვე განიხილა და მიიჩნია, რომ მას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ქადაგიშვილის თქმით, პლენარულ სხდომამდე მმართველი გუნდი ფრაქციის ფორმატში იმსჯელებს, მიღებული გადაწყვეტილება კი კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება.

შეგახსენებთ, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ნიკა მელიამ  პარლამენტს თავად მიმართა.

პოპულალურები