LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, შევქმნათ ბევრი სამუშაო ადგილი და პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია სამშობლოს დაუბრუნდეს“ – მამუკა ხაზარაძე

157
„ლელო“

„მინდა წარმოგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე ანა ნაცვლიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ“, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პარტია „ლელოში“ გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ირაკლი კუპრაძე გენერალური მდივნის თანამდებობაზე, ოფიციალურად დაამტკიცეს.

ირაკლი კუპრაძე: „საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი“

„დღეს „ლელოში“ დამთავრდა საარჩევნო პროცესი. მოგეხსენებათ, რომ 22 დეკემბერს ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს 21 წევრი.

დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე დამტკიცდა გენერალური მდივნის კანდიდატურა.

„ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს! რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ - პარტია „ლელო“ - მამუკა ხაზარაძე

„მინდა გითხრათ რას ნიშნავს იყო ალტერნატივა და რას ნიშნავს ემსახურო შენს ხალხს.“

მინდა წარმოგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე ანა ნაცვლიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და ის წაიყვანს პოლიტსაბჭოში აღმასრულებელ მიმართულებას. ასევე ირაკლი კუპრაძე დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად.

მინდა გითხრათ, რომ ამით ჩვენ დავასრულეთ შიდა პარტიული არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან პარტია სრულიად მობილიზებულია იმისთვის, რომ საკმაოდ  2024 წლის არჩევნებისთვის სერიოზული გამარჯვება მოიტანოს.

იაგო ხვიჩია: „ლელომ“ ჯერ არჩევნები გადააგოროს ისე, ყველა ლიდერი ადგილზე იყოს, პოლიტიკიდან არ იყოს გაქცეული და შემდეგ დავიჯერებ, რომ განახლების უნარი აქვს

გამარჯვებაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, რომ ეს ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, გავაორმაგოთ ბიუჯეტი, შევქმნათ პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაუბრუნდეს სამშობლოს და ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ საქართველოში სამუშაოს დაწყების საშუალება, ჩვენს პენსიონერებს მივცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება.

„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს არ ემსახურება, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში გაჩვენებთ რა არის ნამდვილი ხალხის მსახურება“ – მამუკა ხაზარაძე

ასე რომ, ჩვენ ვართ სრულად მობილიზებულები, იმისთვის, რომ 2024 წელი არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის გახდეს გარდამტეხი და გამარჯვების წელი“. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g