შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი… იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პროტესტი შესაბამის დროს, შესაბამისი ფორმით დაიწყება.
„მეგობრებო, მესმის თქვენი გულწრფელი სურვილი მოქმედებაზე გადასვლის;
თუმცა ასევე გულწრფელად გეუბნებით:
თუ ამ სიტუაციაში, ვინმე გეგმას წინასწარ გთავაზობთ, თუ გეუბნებათ რომ ან გეგმის გაწერა, ან მისი ყოველდღიური მიყოლა და აღსრულება არის შესაძლებელი – გატყუებთ.
შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, ვართ კონსოლიდირებულები, ვართ კომუნიკაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან და თუ ვინმე გეტყვით, დღეს დავიწყებთ, ერთი კვირა ვიდგებით და ზეგ დავასრულებთ – არის ტყუილი, ნუ დაგავიწყდებათ ვის და რას ვებრძვით…
ამ ეტაპზე, არის პარტიების კონსოლიდაცია, ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით, აქ ყველა თავისი ბიოგრაფიითა და თავისი ბრძოლის გამოცდილებით არის მოსული.
თუ რამის გამოცდილება მაქვს, მაქვს ქუჩის ბრძოლისა და პროტესტის გამოცდილება.
და წარსულში იმის გულწრფელად თქმის გამოცდილებაც – იყო კონკრეტული ამოცანა, კონკრეტულ ვადაში შესრულებადი თუ არა, კრიტიკის ობიექტიც გავმხდარვარ ამის გამო.
ახლა გეუბნებით, იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის“, – წერს ნიკა მელია.