LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევძელით და ანტივაქსერული კამპანია გადავტეხეთ: ტიკარაძე

164
Untitled design

“შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო და ბოლო პერიოდში, ჩვენ ვაკვირდებით ძალიან აქტიურ მოთხოვნას”,  – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმუნიზაციის მიმდინარეობისას, გუშინ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა:

“საქართველოში, მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო და ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით ძალიან აქტიურ მოთხოვნას. გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. ძალიან დიდი აქტიურობა შეიმჩნევა დღესაც და იმ რეესტრშიც, სადაც ჩვენ ვაკვირდებით მოქალაქეების აქტიურობას ვაქცინის მოთხოვნასთან მიმართებაში.

საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეტაპობრივად ვზრდით მიწოდებას. ქვეყანაში არის დადებითი დინამიკა ვაქცინის სარგებელთან მიმართებაში”. – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

6 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ვაქცინირებულია 51 600 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი კი 3 651-ია.

პოპულარულები