LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევძელით ის, რომ ვაიძულეთ მთავრობა დაფიქრებულიყო საწვავის ფასის კატასტროფულ ზრდაზე და გადაედგა ნაბიჯები – ოთო აბესაძე

155
ipiccy_image

შევძელით ის, რომ ვაიძულეთ მთავრობა დაფიქრებულიყო საწვავის ფასის კატასტროფულ ზრდაზე და გადაედგა ნაბიჯები, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს. მისივე თქმით, ეს არის იმ უპრეცედენტო აქციის გამოძახილი, რომელიც 27 მარტს გაიმართა.

„პრემიერ-მინისტრმა დააანონსა საქართველოში საწვავის ფასის კლება. ეს არის ჩვენი გამარჯვება‼️ ეს არის იმ უპრეცედენტო აქციის გამოძახილი, რომელიც გავმართეთ 27 მარტს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 27 მარტის აქცია შინაარსით იყო უპრეცედენტო, სადაც ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ეკონომიკური მდგომარეობა და მოითხოვა ეკონომიკური რეფორმები ‼️

დიდი მადლობა ყველას ვინც გვიჭერდით ამ მანიფესტში მხარს. შევძელით ის, რომ ვაიძულეთ მთავრობა დაფიქრებულიყო საწვავის ფასის კატასტროფულ ზრდაზე და გადაედგა ნაბიჯები. პროცესში გამოჩნდება ეს ნაბიჯები და კონკრეტული ფასის ვარიაცია“, – ამბობს ეკონომისტი ოთო აბესაძე.

უნდა გავხსნათ პროცესი და ყველას მიეცეს საშუალება შემოიტანოს ნავთობი, სახელმწიფო ზედმეტად არ ერევა ფასების რეგულირებაში

შეგახსენებთ, 2 დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასზე ისაუბრა და შემდეგი განცხადება გააკეთა: „ეკონომიკაში ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი შემცირებულია და მოლოდინი მაქვს, რომ იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე დააკორექტირებენ ფასებს“.

მისივე თქმით, ყველას უნდა მიეცეს საშუალება შემოიტანოს ნავთობი საქართველოში. „ვიცი, რომ დაიწყეს სხვადასხვა ჯგუფებმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანაც. ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g