LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევეცდები მარტივად ავხსნა, რა უბედურებას ითვალისწინებს ახალი კანონი.. მისი მიღება პირდაპირ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მოსპობას და განადგურებას“ – რას წერს სამართლის დოქტორი

252
კახა ურიადმყოფელი

რამდენიმე დღეა, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ და პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მოქალაქეები პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე აპროტესტებენ.

სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი კახა ურიადმყოფელი აღნიშნული კანონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, თუ რას გულისხმობს ის.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

„შევეცდები, კიდევ უფრო მარტივად ავხსნა, თუ რა უბედურებას ითვალისწინებს ახალი კანონი:

წარმოიდგინეთ, გადაწყვიტეთ კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე მუშაობა. ალბათ ხვდებით, რომ სახელმწიფო მსგავს საქმეს ვერ და არ დააფინანსებს. კერძო სექტორი კი საქართველოში მდიდარი არაა და მსგავსი პროექტების დაფინანსებას ვერ შეძლებს.

ამიტომ, როგორც წესი, მსგავს საკითხზე მუშაობისთვის დაფინანსების მიღება მოგიწევთ განვითარებული სამყაროს ფონდებიდან, რომლებიც ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებს ეხმარებიან დემოკრატიის შენებაში.

ახლა რა ხდება – მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უცხოური გრანტი გაქვს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩაგეთვლება არაქართულ და არაპატრიოტულ საქმიანობად და მოგიწევს სახელმწოფო ორგანოში სპეციალური რეგისტრაცია, დაგერქმევა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი (აგენტი) და ჩაითვლები საფრთხედ.

ანუ ყველა ის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება:

– დემოკრატიის შენებას;

– კორუფციასთან ბრძოლას;

– ადამიანის უფლებების დაცვას;

– არჩევნებზე დაკვირვევას;

– დამოუკიდებელ სასამართლოს;

– ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას და ა.შ. აღარ ჩაითვლება ქართულ საქმედ!

ყველა ეს საქმიანობა მიჩნეულ იქნება არაპატრიოტულ და აგენტურულ საქმიანობად!

ყველა ის ადამიანი, რომელიც ხმას ამოიღებს კორუფციაზე, ადამიანის უფლებებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სამართლიან არჩევნებზე – ჩაითვლება უცხოეთის აგენტად და მოუწევს სახელმწიფო ორგანოებში ახსნა-განმარტებებისთვის სიარული.

სწორედ ამიტომაა ეს კანონი რუსული და არაფერი აქვს საერთო განვითარებულ სამყაროსთან.

ამ კანონის მიღება პირდაპირ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მოსპობას და განადგურებას“, – წერს კახა ურიადმყოფელი სოციალურ ქსელში.

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

შევეცდები კიდევ უფრო მარტივად ავხსნა თუ რა უბედურებას ითვალისწინებს ახალი კანონი: წარმოიდგინეთ გადაწყვიტეთ კორუფციასთან…

Posted by Kakha Uriadmkopeli on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024
magti 5g