LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევედით უნივერსიტეტების ტერიტორიაზე და შევუერთდით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს“ – ფრიუნისა და აგრუნის სტუდენტური მოძრაობის განცხადება

193
2025-01-16_01-28-22_369636

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამავე საგანმანათლებლო დაწესებულება დაიკავეს – ახალგაზრდები სოლიდარობის მიზნით გეგმავენ, რომ ღამე სწორედ უნივერსიტეტის კედლებში გაათენონ.

ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი შვილების თაობის მოთხოვნა ორია – დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

„საყოველთაო გაფიცვამ ცალსახად აჩვენა, რამხელა ძალა აქვს პროტესტს. შევედით უნივერსიტეტების ტერიტორიაზე და შევუერთდით თბილისის სახელმწიფო და თეატრალური უნივერსიტეტების სტუდენტებს. იმის მიუხედავთ, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები არ გვიზღუდავენ აზრის გამოხატვას, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.

ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტების ძალა ერთობაშია და მუდამ საერთო ქმედებით გავაპროტესტებთ უსამართლობასა და ძალადობას. ჩვენ მიზნად ვისახავთ საგანმანათლებლო სივრცე თვითორგანიზების კერად ვაქციოთ. ”ქართული ოცნების” ქმედებებში ნათლად ჩანს შიში. მათ ეშინიათ, რადგან გრძნობენ, რომ მათი რეჟიმის დასასრული ახლოსაა და მალე მოუწევთ საკუთარ დანაშაულებზე პასუხისგება.

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩვენი მთავარი მოთხოვნების პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების უგულებელყოფა აუცილებლად გამოიწვევს დღევანდელი მოვლენების მასშტაბის გაზრდას. იმედი გაქვს, რომ ჩვენს ამ ნაბიჯს მოჰყვება საზოგადოების წევრების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო”, – განაცხადეს სტუდენტებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g