LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევხვდებით ყველას, ყველა სტრუქტურას, რომელსაც ხელეწიფება ჩვენი პრობლემის ირგვლივ საკითხების გადაჭრა“-„ალტ-ინფოს“ პარტია მოსკოვში ვიზიტს წლის დასაწყისში გეგმავს

79
„ალტ-ინფო“

ანტიდასავლური და რადიკალური ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები მოსკოვში ვიზიტს ახალი წლის დასაწყისში (იანვრის ბოლოს-თებერვლის დასაწყისში) გეგმავენ – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა.

სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ზურა მახარაძემ კი თქვა, რომ მათ გეგმებში რუსეთში ვიზიტიც შედიოდა.

კოკა მორგოშია ამბობს, ამ განცხადებიდან 2 დღეში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა მოსკოვში გაემგზავრა და იქ დაახლოებით ერთი კვირა დაჰყო. მორგოშიას ცნობით, ქარდავამ ამ ეტაპზე მოსამზადებელი შეხვედრები გამართა.

„ჩასული იყო, რომ საკითხები წინასწარ მოამზადოს. იქითა წლის დასაწყისში, სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში, ჩვენ, მთელი პარტია ჩავალთ მოსკოვში. მოსამზადებელი იყო ეს შეხვედრა. საუბარი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, დუმის აპარატებზე, რომლებთანაც მოსამზადებელი რუტინა გაიარა, შემდეგ უკვე ოფიციალურ პირებს შევხვდებით ჩვენ, როცა იქ ჩავალთ. საკითხები უნდა გაგვევლო ახლა წინასწარ, რისთვისაც პირადი კომუნიკაცია უფრო მისაღებია. შევხვდებით ყველას, ყველა სტრუქტურას, რომელსაც ხელეწიფება ჩვენი პრობლემის ირგვლივ საკითხების გადაჭრა“, – განაცხადა მორგოშიამ.

საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის „ალტ-ინფოს” პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა“ 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.

პარტიის თავმჯდომარედ არჩეულია ზურაბ მახარაძე, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავაა. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია.

 

წყარო: „პუბლიკა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g