მას შემდეგ, რაც 16 წლის მარიამ კოხრეიძეს ყბა-სახის უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ახალგაზრდა გოგონამ, სახელად ლილიანამ მსგავსი პრობლების შესახებ ილაპარაკა.
როგორც ირკვევა, ლილიანა უკვე შეხვდა სწორედ იმ ექიმს, ვინც მარიამს ჩაუტარა ოპერაცია, მასთან კონსულტაცია გაიარა და ოპერაციის თარიღიც ჩაინიშნა.
„შევხვდი ბატონ ალთან ექიმს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ორ თვეში დაიგეგმა ყველაფერი და გაკეთდება ოპერაცია. მადლობა უფალს ყველაფრისთვის“, – წერს ლილიანა სოციალურ ქსელში და ექიმ ალთანთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
