LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევთანხმდით, რომ არსებობს ექვსი საკითხი, რაც უნდა მოგვარდეს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების საკითხი: დავით ბაქრაძე

160
1613128368336250

“არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ რომელიმე ან ყველა საკითხი შეთანხმდებოდა”,-ასე აფასებს ორბელიანებს სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ახალ ეტაპზე გადავიდა.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის, შარლ მიშელის ინიციატივით არის შესული ისეთი თემები, როგორიც გახლავთ პატიმრების და რიგგარეშე არჩევნების განხილვის საკითხი. დღის წესრიგი არის ყოვლისმომცველი, დღის წესრიგში არის ყველა ის თემა, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მაგრამ მოლოდინი იმის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, რა თქმა უნდა, არ უნდა ყოფილიყო. შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი და ის, რომ ჩარჩო დოკუმენტზე სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს ექვსი საკითხის ჩამონათვალი, რაც უნდა მოგვარდეს, გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი, მათში შედის პატიმრების საკითხი, მელიას, რურუას და რიგგარეშე არჩევნების საკითხი“, – ამბობს დავით ბაქრაძე.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. შეგახსენებთ, მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, “დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.

პოპულალურები