LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევთანხმდით, რომ კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება შსს-ს მხრიდან – ზაზა სარალიძე

60

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრას შს მინისტრი გიორგი გახარია არ ესწრებოდა და მას ესწრებოდნენ  დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ზაზა სარალიძის განცხადებით, შსს-ს წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება, რომ კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება. თუმცა, ის კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

სარალიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის ჩვენება, რაც ლევან კალანდიას წინააღმდეგაა მიმართული.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა აქციას შს სამინისტროსთან დროებით წყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები