LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყვიტონ ტერორიზმთან ხეობის დაკავშირება – მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია დუისში

108
djrerj

მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში გამოკითხვის პარალელურად, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, ხეობისთვის 19 წლის თემირლანის მკვლელობის ობიექტურად გამოძიებაა უმთავრესი. მათივე განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით, სუს-ი ამ თემის გადაფარვას ვერ შეძლებს.

ადგილობრივები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდობლობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ მაჩალიკაშვილისთვის  ტერორიზმის ბრალდების წაყენება მისი ოჯახის განადგურებისკენ არის მიმართული.

ახალგაზრდებმა ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს. სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობას მოუწოდეს  შეწყვიტონ ტერორიზმთან ხეობის დაკავშირება.

მათი თქმით, სუს-ის ქმედებები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოუძიებლობას ვერ გადაფარავს. რაც შეეხება აუდიო ჩანაწერს, პანკისელები ამბობენ, რომ ჩანაწერი მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირს არ ადასტურებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით იკითხება.

დაკავებას არ ველოდები, მე არაფერი ჩამიდენია - მაჩალიკაშვილი სუს-ში მივიდა

დასაკავებელი აქ ძალიან ბევრი ადამიანი ზის. ვისაც დაუშავებია მთელი საქართველოს წინაშე, სისხლში გასვრილი ხელებით აქ სხედან.

საქმე ერთი წლის წინ,  პარლამენტთან აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, სადაც მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ თავის აფეთქებას აპირებდა. გარდა ამისა, გამოძიებას მაჩალიკაშვილთან კითხვები  სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ექნება.სახელმწიფო უსაფრთხოების მტკიცებით,  მაჩალიკაშვილი ტერაქტს სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გეგმავდა.მაჩალიკაშვილი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და არ გამორიცხავს, რომ ის დაკითხვის შემდეგ დააკავონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g