LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში 42 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

81
20210117145259

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 17 იანვარს მომხდარს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. დაკავებულია 45 წლის სიმონ მარგოშვილი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, რამდენიმედღიანი ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პანკისის ხეობაში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მკვლელობა 17 იანვარს მოხდა.

მკვლელობა სოფელ დუისში – მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელი მოკლა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები