Homeis.ge აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაშია გადაღებული. ბინის საერთო ფართი 185 კვ/მ-ია. ინტერიერის დიზაინის ავტორი ზურაბ დვალიშვილი გახლავთ. ერთ-ერთი ულამაზესი აქსესუარი, რომელიც დიზაინერს ამ სახლში აქვს გამოყენებული, ჟირაფია, რომელზეც ჭაღია დამაგრებული – Qeeboo-სა და Marcantonio-ს კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ჟირაფი-სანათის სახელია – “Giraffe in love”. ინტერიერში ასევე გვხვდება Qeeboo-სა და Stefani Giovannoni-ის ერთობლივი ნამუშევარი სკამი-ბაჭია, აგრეთვე Kare-ს კოსმონავტი მაიმუნი, ფრანგული ბულდოგი და სხვა ორიგინალური აქსესუარები.