„ოქროს გლობუსისა“ და კინომსახიობთა გილდიის გამარჯვებული, „ოსკარის“ ნომინანტი მსახიობი რამი მალეკი შეყვარებულთან ერთად საკალათბურთო მატჩს დაესწრო. 37 წლის რამი მალეკი და 24 წლის ლუსი ბოინტონი პაპარაცებმა „ლეიკერსის“ თამაშზე გადაიღეს. შეყვარებულები მატჩს წინა რიგებიდან ადევნებდნენ თვალს, თუმცა, თამაშზე მეტად ერთმანეთით იყვნენ გატაცებულები.
კადრებიდან ჩანს, რომ რამი მალეკი ლუსის თვალს წამითაც არ აშორებს. შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი ფილმის „ბოჰემური რაფსოდია“ გადაღებებზე გაიცნო, სადაც მალეკი ფრედი მერკურის, ხოლო ბოინტონი, მერი ოსტინის როლშია.