tipsybaby ინფლუენსერ ანასტასია რუსიას სახლში ესტუმრა. გთავაზობთ მოკლე მონაკვეთს ინტერვიუდან.
შეგიძლია, სამი სიტყვით დაგვიხასიათო შენი თავი?
ჩემი აზრით, ვარ ძალიან გულჩვილი, სამართლიანი და ემოციური.
რისი გაკეთება გიყვარს ყველაზე მეტად?
მიყვარს წიგნის კითხვა, ბოლოს წავიკითხე და ახლაც ვკითხულობ „სიამაყე და ცრურწმენას“.
რა არის შენი საიდუმლო სისუსტე?
ჩემს შეყვარებულთან ერთად არაჯანსაღი კვება.
რამდენად ხშირად აკეთებ?
ყოველ საღამოს, მერე ძალიან განვიცდი, მაგრამ რა ვქნა.
მოგონება, რომლის გახსენებაზეც წითლდები?
შეყვარებული რომ გავიცანი, ლუდი გადამასხა.
როგორ მოიქეცი?
არაფერი, გავიცანი, მომეწონა, გადასარევი ბიჭია.
ფოტო, ვიდეო: სანდრო ჩიჩუა შეყვარებულია – ულამაზესი წყვილი რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს
ვიდეო: „ტოპ წყვილი! ბედნიერება თქვენ!“ – ანასტასია რუსიასა და სანდრო ჩიჩუას მორიგი უთბილესი ვიდეო
