LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეყვარებული ვარ ამ ადამიანში, ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ პირადად – „გლობალ თიჩერ 2019“-ის დამფუძნებელი

941
52724398_1899783786797196_7453485553988665344_n

„ალბათ ნანახი გაქვთ ლადოს ვიდეო. პირადად, მე შეყვარებული ვარ ამ ადამიანში. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ პირადად და მოვისმენ მისგან მისი სწავლების სტილის შესახებ”- ამის შესახებ პირველ არხს  „გლობალ თიჩერ ფრაიზის“ დამფუძნებელმა განუცხადა. ვიკას პოტა ფიქრობს, რომ  მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვედრილ ქართველ პედაგოგს,  ლადო აფხაზავას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

“ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ პირადად და მოვისმენ მისგან მისი სწავლების სტილის შესახებ, როდის გამიზიარებს შეხედულებებს განათლებაზე. ის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეჭიდა – დემოკრატია, ბავშვთა შრომა, უცხო ენის წიგნები. ჩემი აზრით, ლადო არის არაორდინალური ადამიანი. მას მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს. ის ათეულშია. ჩემი აზრით, თუკი მოიგებს, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება“, – განაცხადა ვიკას პოტამ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. ის მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.

Global Teacher Prize-ის ოფიციალურ “ფეისბუქ”-გვერდზე გუშინ გავრცელდა ვიდეო ლადო აფხაზავას შესახებ, სადაც შესულია კადრები, როცა 2017 წელს მას მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გადაეცა. “ზოგი დაიბადა იმისთვის, რომ იმღეროს, ზოგიც იმისთვის, რომ შექმნას. ვლადიმერ აფხაზავა დაიბადა იმისთვის, რომ ასწავლოს! – სწორედ ასე წარადგინეს ქართველი მასწწავლებელი კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები