LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეზღუდული კვება არ არის გამოსავალი…“ – რას ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კახა ქაშიბაძე

112
კახა ქაშიბაძე

„ჭარბწონიანებს ცოტა გადაჭარბება ახასიათებთ. ის არ ჭამს, როცა ჭარბი წონა აქვს, მაგრამ ეს არ ჭამა არ არის საკმარისი, რომ წონა დაიკლოს“, – ამის შესახებ გადაცემაში, „დიდი შესვენება“ ქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, კახა ქაშიბაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ჭარბწონიანმა უბრალოდ აღარ მოიმატოს, თუმცა წონაში ვერ დაიკლებს.

სპეციალისტმა გადაცემაში მიზეზებზე ისაუბრა:

„ჭარბწონიანებს ცოტა გადაჭარბება ახასიათებთ. ის არ ჭამს, როცა ჭარბი წონა აქვს, მაგრამ ეს არ ჭამა არ არის საკმარისი, რომ წონა დაიკლოს. ამით შესაძლოა აღარ მოიმატოს, მაგრამ წონაში ვერ დაიკლებს, ანუ ჯამში ეს არის ენერგიის მუდმივობის კანონი. თქვენ რა ენერგიასაც დღეში ხარჯავთ, თუკი იმაზე, მეტს მიიღებთ, ბუნებრივია მოხდება წონის მატება. ამ ყველაფერს ემატება ღვიძლის მდგომარეობა.

თუ ღვიძლი არ არის კარგ მდგომარეობაში, ის ვერ ახდენს ამის უტილიზებას და ხდება მათი გადასვლა ცხიმებში, რათა ცხიმის სახით მოხდეს მათი დაგროვება და ასეთი ადგილებია გეპატოციტი, მუცლის წინა კედელი და შემდგომ უკვე ნელ-ნელა იწყება მძიმე ათრო-სკლეროზული დაავადების განვითარება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა გულის იშემიური დაავადებები 30-32 წლის ასაკში გვხვდება“, – ამბობს კახა ქაშიბაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g