„როგორც აღმოვაჩინე, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მარგალიტი, „ყრუ გამორეცხვა“ ანუ „დიუბაჟი“, ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგიერთების მიერ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.
სპეციალისტი ამბობს, რომ აღნიშნულმა მეთოდმა ნაღვლის ბუშტის კენჭების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული რისკი შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას:
„როგორც აღმოვაჩინე, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მარგალიტი, „ყრუ გამორეცხვა“ ანუ „დიუბაჟი“, ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგიერთების მიერ. შეგახსენებთ, ეს არის ვითომ ნაღვლის ბუშტის მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს მინერალური წყლის დალევის შემდეგ თბილ „გრელკაზე” ნახევარი საათით მარჯვენა გვერდზე წოლას.
გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი არაფერს არ კურნავს, ნაღვლის ბუშტის კენჭების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული რისკი შეუქმნას ჯანმრთელობას. ასევე შეიძლება პრობლემური იყოს ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტისთვის (განსაკუთრებით ციროზის შემთხვევაში). მოკლედ, ასეთ გადმონაშთებს ისევ რატომ ეტანებიან ადამიანები, ძნელი ასახსნელია. ასე თუ ისე წინ მიდის მედიცინა და არ ჯობია, რამდენადაც შეგვიძლია, ფეხი ავუწყოთ? დიუბაჟების გარეშეც უამრავი პრობლემა გვაქვს“, – წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.
„იწვევს კანის გაღიზიანებას და ქავილს“ – ექიმი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პროდუქტზე წერს
როგორც აღმოვაჩინე, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მარგალიტი, "ყრუ გამორეცხვა" ანუ "დიუბაჟი", ჯერ კიდევ გამოიყენება…
Posted by Maia Butsashvili on ორშაბათი, 20 აპრილი, 2026
