LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები დაწესებულია, თუმცა საკმარისი არ არის: აუცილებლად გამკაცრდება

273
t7o678o67tjhrdsthwr5th

შეზღუდვები დაწესებულია, თუმცა საკმარისი არ არის. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

”შეზღუდვები აუცილებლად გამკაცრდება. თუმცა, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩაიკეტება და გამოვიკეტებით. ეს საკითხები განხილვის პროცესშია, მაგრამ ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. პირველ რიგში, რაც გასათვალისწინებელია საზოგადოების მხრიდან უნდა ვატაროთ პირბადე. ამის მიხედვით შემცირდება ინფიცირება და ჩვენც შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ. ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

როგორ ვიპოვოთ ოჯახის ექიმი: ახალი პორტალი ამოქმედდა

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრდცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g