LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები, რომელიც არ მოიხსნა – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

288
55

კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების უმეტესობა მოიხსნა. მხოლოდ რესტორნებს არ შეეძლებათ მუშაობა 24 საათის შემდეგ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

„შეზღუდვა რომელიც დარჩა, ეს არის შეზღუდვა რესტორნების მიმართ, რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 24 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს. ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებეს, რომლებიც, დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან.

იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც“. – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში 1 ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g