“კარგი იქნება, თუ ამ შეზღუდვებს არ მოვხსნით”- ამის შესახებ, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ვითარება დასტაბილურდა და ეს გარკვეულწილად, შეზღუდვების დამსახურებაა.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.
”რა თქმა უნდა, გამოვლენილთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ დაძაბულობის ცოტათი მოხსნა ნამდვილად იგრძნობა. მდომარეობა სტაბილურია. ისტერიის დონეზე, როგორც იყო აღარ არის. ყველამ იცის, რა და როგორ უნდა ქნან. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს, რომ ეს შეზღუდვები უკვე მუშაობს. ამიტომ, ჩემი თხოვნაც იყო და ბევრმა დამიჭირა მხარი. კარგი იქნება ამ შეზღუდვებს თუ არ მოვხსნით” – განაცხადა გადელიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.
