LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შიდა გავრცელება მინიმალურია და ეს დამაიმედებელია” – მარინა ეზუგბაია

93
ezugbaia-1

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი მკურნალობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

“ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 108 პაციენტი მკურნალობს. ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა სატვირთო ავტომანქანების მძღოლია, ორივე შემოტანილია. ბოლო ორ კვირაზე მეტია ძირითადად სულ გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ძირითადად სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. შიდა გავრცელება ძალიან მინიმალურია და ეს დამაიმედებლია.
ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი უმეტესი ნაწილის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, – აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და გამოჯანრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. 

magti 5g