LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

144
საგრანტო პროგრამა

შიდა ქართლში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტებია:

  • StarLive– სტარტაპის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვთა ფეხბურთის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია Live რეჟიმში, ასევე, თამაშის სტატისტიკური ანალიზი. სტარტაპის მიზანია, გახადოს თამაშები დისტანციურად ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის, ამასთან, ახალგაზრდა მოთამაშეებს მიაწოდოს პერსონალიზირებული სტატისტიკა, ხოლო აკადემიებს მატჩის შემდგომი რეპორტები.
  • Bionova – პროექტის მიზანი საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარება და ბიომასის ენერგიების მაქსიმალურად გამოყენება, ნარჩენების რაოდენობის შემცირება და ენერგო დეფიციტის აღმოფხვრაა. ასევე, ამ პრობლემების მოგვარება ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ენერგიის ტრადიციული წყაროები ხელმისაწვდომი.
  • ვიჟინერი – ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული, AR ტექნოლოგიით აღჭურვილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ავეჯის ონლაინ ყიდვას უკეთესობისკენ შეცვლის.
  • Apiel – პროექტის მიზანი ფუტკრის ჯანსაღი პროდუქტებისგან სამკურნალო გამაჯანსაღებელი საშუალებების შექმნაა, რომლებსაც მომხმარებელი მარტივი ფორმებით მიიღებს.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

magti 5g