LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმშილობით მიხეილ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ: დავით ჭიჭინაძე

142
დავით ჭიჭინაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მათი მხარდამჭერების მიერ დაწყებულ მასობრივ შიმშილობას, პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „შიმშილობით მიხეილ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ“.

მისივე თქმით, „თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნამუსი შეაწუხებთ, ან იდარდებენ ადამიანების შიმშილზე, ძალიან ცდებიან“.

ჭიჭინაძის განმარტებით, საზოგადოების ნაწილს ცვლილებების მოთხოვნა გაუქრა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მომავალზე პასუხს აღარავინ სთხოვს.

მელია: „ოცნების“ განცხადებები ჩვენს შიმშილობაზე განპირობებულია მათი გეგმების ჩაფუშვით, რომელიც გულისხმობდა ოპოზიციის სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრევას

„შიმშილობით ვის დაუმარცხებია მტერი და თან ასეთი უტიფარი მოძალადე?! შიმშილობის დაწყებას, პარლამენტიდან გამოსულიყვნენ და საკრებულოებში არ შესულიყვნენ, ყველაზე რადიკალური ნაბიჯი ეს იქნებოდა, მაგრამ სკამებიდან ვერ დაძრეს უმეტესობა.

ვისაც სურვილი ექნებოდა გამოყვებოდა და ვინც დარჩებოდა, მათ პირდაპირ დაერქმეოდა „ოცნება“! რა დროს ეტიკეტები და მიტევებაა ომში?! მით უმეტეს, როდესაც მოძალადეს ებრძვი! და თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნამუსი შეაწუხებთ, ან იდარდებენ ადამიანების შიმშილზე, ძალიან ცდებიან და ვერც სააკაშვილს გაათავისუფლებენ ასე. ფინალში კი მივიღეთ ის, რომ რაც ახლა ხდება, ყველაზე უფრო სწორედ „ოცნებას“ აწყობს. ხალხში ნიჰილიზმია, ცვლილებების მოთხოვნა ფაქტობრივად გაქრა, „ოცნების“ ხელისუფლებას მომავალზე პასუხს აღარავინ სთხოვს, ადამიანები კი ქვეყნიდან გარბიან“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

mazda magti 5g