LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: „ოცნების“ განცხადებები ჩვენს შიმშილობაზე განპირობებულია მათი გეგმების ჩაფუშვით, რომელიც გულისხმობდა ოპოზიციის სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრევას

88
მელია და კობახიძე

„ქართული ოცნება“ ჩვენს შიმშილობაზე ამ განცხადებებს რომ აკეთებს, დიდწილად, ეს განპირობებულია მათი გეგმების ჩავარდნითა და ჩაფუშვით, რომელიც გულისხმობდა ოპოზიციის სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრევას და შედეგად, სისხლისღვრას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიას თქმით, თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ სისხლისღვრაში არ აჰყვება. როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, მასობრივი საპროტესტო შიმშილობა და აქცია, რომელშიც უმძიმეს პირობებში, ასობით ადამიანი იქნება ჩართული, 1988 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში არ მომხდარა და თუკი ვინმე ხელისუფლებიდან ამ პროცესს აქილიკებს, ისინიც კი რამდენიმე დღეში მიხვდებიან, რომ მათი დღევანდელი ქილიკი უადგილო იყო.

დავითულიანი ენმ-ს შიმშილობაზე: არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან

„თუმცა, ეს მათი ხელწერაა და მათ ამ ყველაფერს ვერ ავუკრძალავთ. როცა შენ ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების ნიშანწყალიც კი აღარ გაქვს, როცა ქვეყანაში წართმეული გაქვს კონსტიტუციური უფლება როგორც მოქალაქეს და კლასიკური ოლიგარქიული რეჟიმია ჩამოყალიბებული, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციას, როგორც ასეთს, აღარ ცნობს და ვიწრო კლანურად მართავს ქვეყანას, ყველა ფორმა, თუნდაც უმწვავესი, არის სავალდებულო, თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში რეალურად ცვლილებები და გვინდა ამ ქვეყანაში მოვახდინოთ გარღვევა.

ან ვეგუებით უძრაობას, თავზე ლაფის დასხმას, იმას, რომ პროკურატურა იმიტაციაა, პოლიცია ფარსია, სახელისუფლებო სამივე შტო არის ბლეფი, ან ამ ყველაფერს ვეგუებით და რეჟიმს თავს ვუხრით ან ვებრძვით. არ ავყევით და არ ავყვებით „ქართულ ოცნებას“ სისხლის ღვრაში. „ქართული ოცნება“ ამ განცხადებებს რომ აკეთებს, დიდწილად, ეს განპირობებულია მათი გეგმების ჩავარდნითა და ჩაფუშვით, რომელიც გულისხმობდა ოპოზიციის სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრევას და შედეგად, სისხლისღვრას. ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო“, – უთხრა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

უხერხულია, როდესაც საკუთარ დაბადების დღეზე ასობით ადამიანს დაპატიჟებ და შიმშილობისკენ მოუწოდებ – ამილახვარი

მისივე თქმით, ისინი („ქართული ოცნება“) ფიქრობდნენ, რომ ამ მორევში ოპოზიციას ჩაითრევდნენ და ამის შემდეგ მთელ ოპოზიციურ ველს გააუდაბნოებდნენ. როგორც მელიამ აღნიშნა, ეს მათ ვერ მოახერხეს. „როდესაც ხედავენ, რომ უმძიმესი საპროტესტო ფორმა გამოიყენება უამრავი პატრიოტის მხრიდან, ნუ გგონიათ, რომ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა, პოზიტიური შედეგი ჰქონდეს,“- დასძინა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ იგი ციხეში არ უნდა იყოს, ტყვე არ უნდა იყოს და მას სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ – სუბარი მოშიმშილეებზე

„როცა ტყვედ გყავს ადამიანი აყვანილი, ის ადრე თუ გვიან გათავისუფლდება. ამაზე აქ არ არის საუბარი, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, მომდევნო დღეს ახალი ტყვე ხომ არ გეყოლება. იმის შემდეგ კიდევ ახალი. ამიტომ სახელმწიფო უნდა დაემსგავსოს სამართლებრივ სახელმწიფოს და პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა აღმოიფხვრას, უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. პოლიტიკური მართლმსაჯულება არის ის, რაც პოლიტიკურ პატიმრებს შობს. პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულება მძიმე საპროტესტო ფორმების გამოყენების გზით და მიხეილ სააკაშვილი, როგორც ტყვე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. ის არ იმსახურებს ციხეში ჯდომას,“– განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

ფოტო: ტვ „ფორმულა“

პოპულარულები