„საბავშვო ბაღის ზღაპრები“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულ მასობრივ შიმშილობას.
„საკმაოდ უხერხულია, როდესაც საკუთარ დაბადების დღეზე ასობით ადამიანს დაპატიჟებ და შიმშილობისკენ მოუწოდებ. სრულიად გაუგებარია, რა საჭიროა ისეთი ოფისის წინ, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ამ სიცივეში, კარვების გაშლა, როდესაც მათ შეუძლიათ, თავად ოფისში იშიმშილონ. ეს უკვე საბავშვო ბაღის ზღაპრებს ემსგავსება და სხვას არაფერს. მე მათ ვუსურვებ, რომ ამ ცინიკურ დამოკიდებულებას თავი დაანებონ და ახალ წელს თბილ გარემოში შეხვდნენ“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას.
პარტიის ოფისის ეზოში უკვე გაშლილია რამდენიმე კარავი, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან.