LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია თავგანწირვის აქტი – სამწუხაროდ, არ ვარ იმ ადამიანებს, შორის, ვინც იშიმშილებს: ხატია დეკანოიძე

131
ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყებას ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „თავგანწირვის აქტი მნიშვნელოვანია“. მისივე განცხადებით, ის იმ ადამიანებს შორის არ არის, ვინც შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყება ულტიმატუმს არ ეფუძნება.

დღეიდან ვაცხადებთ მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქციას: ნიკა მელია

პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა – მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს: ელენე ხოშტარია

„ულტიმატუმი ნამდვილად არ იყო. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ, მათ შორის, ოფისთან, რათა ხელი არ შევუშალოთ ბავშვებს, რომლებიც მოდიან ნაძვის ხესთან.

ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გუნდურად მივიღეთ. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩართულები ვიყოთ და ხელი არ შევუშალოთ იმ პროცესს, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის წამოწყებული. მე გახლდით შეხვედრაზე და მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პრეზიდენტთან პარტიების შეხვედრაზეც.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თავგანწირვის აქტი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ ვარ იმ ადამიანებს, შორის, ვინც იშიმშილებს. კონკრეტულად გვჭირდება ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იბრძოლებენ. მესმის და ძალიან ვაფასებ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს დეკანოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g