LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ – სუბარი მოშიმშილეებზე

123
BeFunky-collage (3)

„მაკდონალდსის” გვერდით მოუწევთ შიმშილობა და თუ მოინდომებენ, რომ მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, “მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” მასობრივი შიმშილობის აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი შიმშილობით თანაგუნდელებს აშანტაჟებს. ამასთან, როგორც სუბარი აღნიშნავს, აქცია უაზროა და კარგი იქნება, ისინი პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ.

„კარგი იქნება, რომ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილი მიხვდეს, როგორი შეცდომაც იყო ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა და ყველა ხელში ატაცებულს აიყვანდა თანამდებობაზე და ოლიმპოზე. ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა თავის თანაგუნდელებს აშანტაჟებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს. სააკაშვილი სასჯელს მოიხდის. ეს არის სამართლებრივი პროცესი და მას არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვს,”- განაცხადა სუბარმა.

მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ნიკა მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს.

მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები.

დღეიდან ვაცხადებთ მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქციას: ნიკა მელია

პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა – მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს: ელენე ხოშტარია

მნიშვნელოვანია თავგანწირვის აქტი – სამწუხაროდ, არ ვარ იმ ადამიანებს, შორის, ვინც იშიმშილებს: ხატია დეკანოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g