შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა.
ვახტანგ გომელაური ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნობა.
უწყების ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად ჩატარებისთვის შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.
შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ერთვება.