შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მცხეთაში აღნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე 11:00 საათზე დაიწყება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ხვალ, 26 მაისს მცხეთაში აღნიშნავს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.