LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

52
Untitled

60 სმ პლათფორმიდან 1 წუთის განმავლობაში აზიდვების 124 მოძრაობა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და გინესის სარეკორდო შედეგი კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„მისი ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და უახლოეს დღეებში აღნიშნული შედეგი გინესის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ოფისში გაიგზავნება.

ირაკლი როსტომაშვილისთვის სხვადასხვა სტილით აზიდვებში დამყარებული რიგით მეოთხე მსოფლიო რეკორდია და გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სარეკორდო გამოსვლა ტექნიკურ-მატერიალური ბაზით უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები