LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს, ექიმმა ანესთეზიოლოგმა პროკურორს ასწავლოს, როგორ ჩაატაროს გამოძიება – სერგეენკო

52
სერგეენკო

გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო და ზედმეტი მგონია, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ გამომძიებელს ასწავლოს, როგორ გააკეთოს თავისი საქმე, –  ასე ეხმიანებაფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და ამ კონტექსტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

რაც შეეხება, ბერა ივანიშვილის ინტერვიუს, სერგეენკო მიიჩნევს, რომ ბერას გაკეთებულ განცხადებებში “რაიმე ექსტრაორდინალური არ არის”.

„მონაწილეებმა თქვეს, რომ ეს არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, რომელშიც მონაწილეობს 16 წლის მოზარდი და ის ადამიანები, ვინც არ იყვნენ საჯარო მოხელეები. თუ იქნება რაიმე დასაზუსტებელი, დაწყებულია გამოძიება და ჩემი მხრიდან ზედმეტი მგონია, დარიგება დავიწყო, ვინ გამოკითხოს და ვინ არა.

ეს იქნება ბერა თუ სხვა, ამბობს, რომ თუ მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავია. იქ არ ყოფილა ნათქვამი, რომ შურს იძიებს, ან სხვას გააკეთებს. მან თქვა, რომ პასუხს მოსთხოვს. ამაში რაიმე ექსტრაორდინალური არ არის.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მას აქვს თავისი ფორმატი, რა და როგორ გაკეთდეს. შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს, რომ ექიმმა ანესთეზიოლოგმა პროკურორს ასწავლოს, როგორ ჩაატაროს გამოძიება, ვინ გამოკითხოს და ვინ არა. ეს მათი საქმეა და მჯერა, რომ პირნათლად შეასრულებენ”. – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, 9 მარტს „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა, სადაც მან პირველად ისაუბრა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე.

ამავე თემაზე:

თქვენ თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, არ მოითხოვთ პასუხს? – ალუდა ღუდუშაური

შემზარა იმან, თუ რა ზეწოლის ქვეშ უწევდა ამ ოჯახს მოღვაწეობა – “ოცნების” დეპუტატი ბერას ინტერვიუზე

“როგორ გავამტყუნო ჩემი მეჯვარე ამიკო, მეც იგივეს გავაკეთებდი ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ მსგავსი ვნახო” – ბერა ივანიშვილი

“ტრი-ტრის” არ ვიძახი, იქ ვიძახი “ანტონიი”: ბერა ივანიშვილი

ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, ყველაფერი აწყობილი თემაა: ბერა ივანიშვილი

თუ ვინმე შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ: ბერა ივანიშვილი

ვინც გეუბნებათ რომ “ღირსება უნდა დაიცვათ”, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია – ომბუდსმენის მოადგილე ბერას ინტერვიუზე

,,შენი ოჯახის პირადმა მთავრობამ დედაჩემის სიცოცხლე რომ შეიწირა, გსმენია ეგ ამბავი?” – ბაჩანა შენგელია ბერა ივანიშვილს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g