LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნა

75
299096990_433864632100790_678899613923337432_n (1)

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შექმნა. საზედამხედველო ერთეული შინაპატიმრობა მისჯილ მსჯავრდებულს საცხოვრებელ ადგილზე მყისიერად გადაამოწმებს.

ჯგუფი რეაგირებას სააგენტოში არსებული ელექტრონული მონიტორინგის ცენტრისგან მიღებული შეტყობინების შესაბამისად, შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მოახდენს. ეკიპაჟი რეჟიმის დარღვევის შესაძლო ფაქტის გადამოწმებას 18:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე პერიოდში უზრუნველყოფს.

მონიტორინგი თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში თბილისის მასშტაბით განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g