შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით.
მათ აღნიშნეს, რომ პროექტით არ არის გათვალისწინებული მთავარი პრობლემა, რომელიც ე.წ. ჯიშიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლებას ეხება, ასევე შეზღუდულია ტერიტორიები (სკოლის, საბავშვო ბაღის, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენის, ბაზრის, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის (თბილისური ეზო) და სასაფლაოს ტერიტორიაზე), სადაც შეიძლება ცხოველის მიკედლება.
გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დოკუმენტი არის სამუშაო, პირველადი ვერსია და მასში ცვლილებები მათი შენიშვნების გათვალისწინებით შევა.