LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაური ცხოველების პატრონებს თვითიზოლაციის გადატანა არ უჭირთ

103
domashnyaya-sobaka

ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ შინაური ცხოველები ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებენ და ეს განსაკუთრებით პანდემიის დროს დაწესებული თვითიზოლაციის დროს გამოჩნდა.

კვლევის ფარგლებში 6000 ადამიანი გამოიკითხა და მათი უმრავლესობა, დაახლოებით 90% შინაური ცხოველის პატრონი იყო. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გადატანა მათ ყველაზე ნაკლებად გაუჭირდათ და ფსიქოლოგიური პრობლემებიც თითქმის არ გამოვლენილა.

ექსპერტებმა ყველაზე კომფორტული ცხოველებიც დაასახელეს და სიაში – კატები, ძაღლები და ცხენები ლიდერობენ. თუმცა, სინამდვილეში ცხოველის სახეობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ადამიანისთვის უმთავრესი ცოცხალი არსების გარემოცვაში ყოფნაა.

ასე რომ ცხენი იქნება, ზღვის გოჭი თუ რეპტილია, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ყველა შემთხვევაში პოზიტიურად იმოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g