LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაური ცხოველების ყველაზე სასაცილო ფოტოები – 2024 წლის ფინალისტები

122
Capture

შინაური ცხოველების ყველაზე სასაცილო ფოტოების კონკურსის 2024 წლის ფინალისტთა სია ცნობილია. ამის შესახებ Pet Photo Awards-ის ოფიციალური საიტი წერს.

გამორჩეული კადრები ექსპერტმა ჟიურიმ შეარჩია. მთავარი კრიტერიუმი ფოტოს ხარისხი და მისი კომიკურობა იყო. ამ წლის 30 ფინალისტთა შორისაა – კედელში გაჭედილი კატა, კუ ყვავილით, უთავო ცხენი და კატა-ტარზანი.

ყველა ფინალისტი იღებს მონაწილეობას ნომინაციაში „მაყურებლის სიმპათია“ და საიტიდან ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Comedy Pet Photo Awards-ის გამარჯვებულს 2024 წლის 6 ივნისს გამოავლენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები