„შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„22 ქართველი გმირის თავგანწირვის მაგალითი“ – შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა
„შინდისი, 2008 წლის 11 აგვისტო – ამ თარიღის უკან დგას თავგანწირული ბრძოლის ისტორია, რუს ოკუპანტთან მებრძოლი 17 ქართველი გმირის საოცარი ამბავი და მაგალითი მომავალი თაობებისთვის, თუ რაოდენ ძვირფასია სამშობლო და თავისუფლება.
ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!“, – წერს კახა კალაძე.
შინდისი, 2008 წლის 11 აგვისტო – ამ თარიღის უკან დგას თავგანწირული ბრძოლის ისტორია, რუს ოკუპანტთან მებრძოლი 17 ქართველი…Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Friday, 11 August 2023
„ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს“ – ტარიელ ხარხელაური შინდისის გმირებს ემოციურ ლექსს უძღვნის