ირლანდიელმა მუსიკოსმა, შინეიდ ო’კონორმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ფანებს „ტვიტერით“ მიმართა. ის ამბობს, რომ აგორაფობიითაა შეპყრობილი, რის გამოც ქუჩაში ვერ გადის და საკვებს ვერ ყიდულობს. მიმართვისთვის ო’კონორმა მეორე სოციალური ქსელის ანგარიშიც გამოიყენა, რომელიც მუსლიმი მხარდამჭერებისთვის აქვს შექმნილი.
ვიდეოს გავრცელებიდან მალევე, ო’კონორმა ახალი შეტყობინება დაწერა, სადაც ამბობს, რომ საკვების სახლში მიწოდების კომპანია იპოვა და პრობლემა მოგვარდა. მუსიკოსის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ბევრს წერენ. ბოლო პერიოდში ო’კონორს რამდენჯერმე ჰქონდა პანიკური შეტევა.