LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინმოუსვლელი გვინეელები: რა დაგვრჩენია აფრიკაში

110

გვინეელი სპორტსმენების ლამის ნახევარი (40%) ოლიმპიადიდან შინ არ დაბრუნებულა.
მოცურავე და ძიუდოისტი ბრაზილიაშივე დარჩნენ.

ბიჭებმა ჩათვალეს, რომ აფრიკაში არანაირი პერსპექტივა არ არის, თუმცა ამის თაობაზე არავინ გაუფრთხილებიათ.

„მოცურავე ამადუ კამარა და ძიუდოისტი მამე ადამა ბანგურა ოლიმპიური სოფლიდან გაიქცნენ და ბრაზილიაში დარჩნენ. ისინი ჩვენთან ერთად სამშობლოში არ დაბრუნებულან“, – უთხრა გვინეის ოლიმპიური კომიტეტის წევრმა ატეფ ჩალობუმ Reuters-ს.

წინა, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე დიდ ბრიტანეთს თავშესაფარი ხუთმა გვინეელმა და 17 კამერუნელმა სპორტსმენმა თხოვა.

რა გასაკვირია რიოში გვინეას არცერთი მედალი არ მოუპოვებია, ამ ქვეყნისგან კი სულ ხუთი ათლეტი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g