საკვირაო წირვაზე მისული სასულიერო პირები მედიასთან საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განცხადებებს აკეთებენ.
ცურტაველი მიტროპოლი მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ დღეს ეკლესიას მძიმე პერიოდი აქვს და ეს აპოკალიფსური საუკუნეა.
„დღეს მძიმე პერიოდი უდგას ეკლესიას. მოგეხსენებათ, ეს არის აპოკალიფსური საუკუნე. მტკივნეული პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის, სასულიერო პირებისთვის და ყველასთვის.
საქართველო აღელვებულია და ახლა მთავარია დამშვიდება
პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა, მას ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე გრიგოლი შეცვლის
რაც შეეხება თვითონ
მეუფე პეტრეს, ის შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე, მისი გადასაწყვეტია. მან უკეთ უწყის, რა უნდა გააკეთოს, მისი ნებაა. ადამიანი თავისუფალია და სადაც უნდა, იქ იცხოვრებს.
ჩვენ გვაქვს ყველას თავისუფალი ნება. ის ბავშვი არაა, რომ ვინმემ შთააგონოს რამე, როგორც მას სურს, ისე გადაწყვეტს. მოვიცადოთ ცოტა და ყველაფერი დალაგდება. ეკლესიაში ახლა მიდის კათარზისი, რაც თვითგაწმენდას ნიშნავს“- განაცხადა მეუფე ვახტანგმა.