პოლ გასკოინი არაფხიზელ მდგომარეობაში შიშველი ტაქსით სასმელზე გავიდა.
ერთ დროს ვარსკვლავი ისევ მიეძალა დასალევს.
ღამის გართობის შემდეგ გასკოინს დამატება მოუნდა და მაღაზიაში ტაქსით ფაქტობრივად შიშველი წავიდა. მას მარტო ხალათი ქონდა მოსხმული, წერს The Sun. სიგარეტ გაჩრილი შიშველი გასკოინი გამვლელებმა გადაიღეს. ასეთ მდგომარეობაში გასკოინი მაღაზიაში მივიდა, ერთი ბოთლი ჯინი და სიგარეტი იყიდა და უკან დაბრუნდა.
გასულ კვირს 49 წლის გასკოინი ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც ის ფეხსაცმლის გარეშე და გაპობილი თავით მიიყვანეს.
იყო დრო უნიჭიერესი გასკოინი ”ნიუკასლში”, ”ტოტენჰემში”, ”მიდლსბროში”, ”ევერტონში”, ”ბარნლიში”, რომის ”ლაციოსა” და ”გლაზგო რეინჯერსში” თამაშობდა. მის ანგარიშზე ინგლისის ნაკრებში 57 მატჩია.
2002 წელს გასკოინი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ახლა კი…