ინფლუენსერი და UFC-ის ჟურნალისტი ნინა დრამა კვლავ საქართველოშია.
ის ჩვენს ქვეყანას ხელმეორედ მერაბ დვალიშვილთან ერთად საშობაოდ ესტუმრა. ამის შესახებ ქართველი სპორტსმენის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, სადაც მერაბ დვალიშვილმა ნინასთან ერთად გადაღებული ვიდეო კადრები გამოაქვეყნა.
„მეგობრებო, გილოცავთ შობა-ახალ წელს. ნინა ისევ ჩამოვიდა ჩემთან სტუმრად საქართველოში, ზამთრის ტურს გავაკეთებთ“, – ამბობს მერაბ დვალიშვილი ვიდეო მიმართვაში.
„საქართველოში მეორედ ჩამოვედი, მინდა შობას და მერაბის დაბადების დღეს აქ შევხვდე“ – აღნიშნა ნინა დრამამ.
