LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, რომელსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ: ნიდერლანდების ელჩი

60
1

“შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, რომელსაც თავს დაესხნენ 5 ივლისს, დაგეგმილი მარშის დროს.” – “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვლებას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი ეხმიანება.

ელჩი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ევროკავშირის ელჩის განცხადებასაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კარლ ჰარცელის მიმართვას სრულ მხარდაჭერას უცხადებს:

“ჩემი სრული მხარდაჭერა კარლ ჰარცელის ამ განცხადებას. შოკირებული ვარ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელსაც პრაიდის დაგეგმილი ღონისძიების დროს თავს დაესხნენ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას, მათ შორის ჟურნალისტების ჩათვლით და ჰომოფობიით შთაგონებულ ძალადობას.” – წერს ნიდერლანდების ელჩი “ტვიტერში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g