ადელიმ, რომელმაც ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო, ახლა უკვე ყველა რეკორდი მოხსნა. კალორების დიეტით 31 წლის ვარსკვლავმა გასაოცარ შედეგს მიაღწია და პრაქტიკულად სხვა ადამიანად იქცა.
ამჯერად ადელი ფოტოგრაფებმა ლონდონში, უახლოესი მეგობრის ქორწილში გადაიღეს.
ბრიტანელი მომღერალი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ჭრელ ქვედაბოლოში, თეთრ ზედასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. ანსამბლს კი შლაპა ვუალით ასრულებდა.