LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოკოლადი ზომიერად ბავშვს არაფერს დაუშავებს“ – ექიმი კომაროვსკი

doc

უკრაინელი ექიმი და ტელეწამყვანი ევგენი კომაროვსკი მშობლების მიერ დასმულ ყველაზე აქტუალურ კითხვებს საკუთარ ფორუმზე პასუხობს. ამჯერად პედიატრის ყურადღება შოკოლადის მოყვარული ბავშვის მშობლების შეკითხვამ მიიქცია. მშობელი ინტერესდებობა, მართალია, თუ არა, რომ შოკოლადი ორგანიზმიდან კალცს გამოდევნის და ის ძალიან მავნებელია:

„შოკოლადმა შესაძლოა მართლა იმოქმედოს კალცზე. ეს კი არა შოკოლადის, არამედ სხვადასხვა ნაერთების ბრალია. მაგალითად ოქსალატების, რომელიც ვერ ეთავსება კალცს, თუმცა, ის იმდენად მცირეა, რომ ორგანიზმში კალცის დონის შემცირებას ვერ გამოიწვევს. აქ ყველაზე დიდი საფრთხე არა აქედან, არამედ შაქრიდან მოდის. განსაკუთრებით ბევრია შაქარი რძიან შოკოლდში, ამიტომ აქ ზომიერების დაცვაა საჭირო. ისე კი, შოკოლადი ზომიერად ბავშვს არაფერს დაუშავებს“, – ამბობს კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g