LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ მენდესი ,,კელვინ კლაინისთვის” გაშიშვლდა (ფოტო)

9910906-0-image-a-26_1550368306222

შონ მენდესი ,,კელვინ კლაინის” მამაკაცის თეთრეულის ხაზის სარეკლამო კამპანიის #MYCALVINS სახე გახდა. კანადელი შემსრულებელი ამერიკული მოდის სახლის ტრუსების გაზაფხულის კოლექციისთვის გაშიშვლდა. საიმიჯო ფოტოებზე, 20 წლის ვარსკვლავი თეთრი და შავი საცვლებით პოზირებს, რომელთა ფასი 30 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ შონ მენდესს აქამდე მხოლოდ ერთხელ გაუხდია. 2016 წელს ის Flaunt Magazine-ის ფურცლებზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ლეიბლის სარეკლამო კამპანიაში სხვადასხვა დროს მონაწილეობა, კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა, კაია და პრესლი გერბერებმა, მილი ბობი ბრაუნმა, სოლანჟმა, A$AP Rocky-იმ და სხვებმა მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები