LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენს უკრაინელი შეყვარებული ჰყავს – წყვილი თბილისში ერთად იმყოფებოდა

1356
page

შონ პენს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს, მისი რჩეული უკრაინელი ოლგა კო­რო­ტი­ე­ვაა. პაპარაცებმა წყვილი პირველად მალიბუზე დასვენების დროს დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი და რეჟისორი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. უკრაინული მედიის ცნობით, პენისა და კოროტიევას რომანი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. მანამდე პენი  ლეილა ჯორჯზე იყო დაქორწინებული, თუმცა ისინი ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ.

შეგახსენებთ, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკარის ორი ჯილდოს მფლობელი მსახიობი თბილისში იმყოფებოდა, ის საქართველოში ფესტივალის ZEG ფარგლებში ჩამოვიდა. კინორეჟისორი ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე, სიტყვითაც გამოვიდა.

„ბედნიერება ადამიანებისთვის ერთიანობას ნიშნავს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობდა და ახლაც ასეა. როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა. მე შემიძლია ვუთხრა ქართველებს სიმართლე, რომელიც ვიცი საწყენია, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში უფრო მეტი გავიგე, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ახლა კი საქართველოზე ყოველმხრივ შემიძლია საუბარი. რაც შეეხება უკრაინას, მე მათ სოლიდარობას ვუცხადებ. უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ისინი იცავენ ახლა საკუთარ სახლებსა და ოჯახებს”, – განაცხადა პენმა.

შონ პენთან ვიმღერეთ და წამოვიდა შენიშვნები… თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და თქვენ ნუ გადაირევით – გიორგი უშიკიშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

ფოტო: „ნამდვილი ადამიანი“ – ვის უსმენდა საქართველოში მყოფი შონ პენი მუხლზე დაჩოქილი: ემოციური ფოტოს ისტორია

შონ პენი და რობინ რაიტი დაშორებიდან 16 წლის შემდეგ, ერთად პირველად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები